დატოვე კომენტარი პირველმა.. გაუზიარე შენი აზრი სიახლის ავტორს :)
|
![]() |
|
The Best Teenagers Website ✌
მე მომწონს iFunWorlÐ_ი და შენ?
მეგობრებო, საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები.. განახლდა დიზაინი და ამჟამად ვმუშაობ მის სრულყოფილებაზე.. ძალიან მალე ხელმისაწვდომი გახდება ყველა გვერდი და ფუნქცია ^_^ ![]() ![]() ![]() |
||
|
![]() სერიალი მოგვითხრობს ელენა გილბერტის (ნინა დობრევი) ცხოვრების შესახებ, რომელსაც თავისზე 1 საუკუნით უფროსი ვამპირი სახელად სტეფან სალვატორი (პოლ უესლი) უყვარდება. მათი ცხოვრება მით უფრო რთულდება, როცა სტეფანის უფროსი, ბოროტი და ღვარძლიანი ძმა დეიმონი (იენ სომერჰალდერი) ბრუნდება ქალაქ Mystic falls-ში იმ გეგმით, რომ გაანადგუროს ქალაქი და ცხოვრება გაუმწაროს თავის ძმას.
![]() ძმები იწყებენ თავისი გრძნობების გამოვლენას ელენას მიმართ,იმიტომ რომ ის მათ ძველ სიყვარულს კეტრინს აგონებთ. აღმოჩნდა, რომ ელენა კეტრინის ასლია. კეტრინი კი ქალაქში ამ ტრიოს გასანადგურებლად ბრუნდება. ![]() სერიალი დადგმულია გამოგონილ ქალაქში სახელად Mystic falls, რომელსაც ზებუნებრივი წარსული აქვს. ასევე, ეს ისტორია ქალაქის სხვა მცხოვრებლების ცხოვრებას ასახავს. აღსანიშნავია ელენას პატარა ძმა ჯერემი (სტივენ მაკქვინი), ელენას საუკეთესო მეგობარი ბონი (კატერინა გრაჰამი), ელენას ახლო მეგობარი კეროლაინი (კენდის აკოლა), ელენას ბავშვობის მეგობარი და ყოფილი შეყვარებული მეთი (ზაკ როერიგი). ![]() ქალაქს ქალაქის დამფუძნებელი ოჯახების შთამომავლები მართავენ. Mystic falls-ის „დამფუძნებელი საბჭო“ შედგება ისეთი გვარებისგან როგორიც არის: სალვატორი, გილბერტი, ფელსი, ფორბსი და ლოკვუდი. ![]() ისინი ქალაქს ძირითადად ვამპირებისგან იცავენ, რომლებიდანაც რამდენიმე თვითონ დამფუძნებელ საბჭოში ირიცხება. ვამპირების გარდა სერიალში გვხვდება სხვა ზებუნებრივი არსებებიც, როგორებიცაა მაქციები, გრძნეულები, აჩრდილები და ჰიბრიდები. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() | |