The Best Teenagers Website ✌
მე მომწონს iFunWorlÐ_ი და შენ?   

მეგობრებო, საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები.. განახლდა დიზაინი და ამჟამად ვმუშაობ მის სრულყოფილებაზე.. ძალიან მალე ხელმისაწვდომი გახდება ყველა გვერდი და ფუნქცია ^_^

ავტორიზაციის ფორმა

The Best Game - The sims 4

დიდიხანია რაც ამ თამაშს ვთამაშობ და არ მბეზრდება, ამიტომაც მომინდა თქვენთვის გაზიარება.. ბევრმა შეიძლება იცოდეთ , მაგრამ მაინც :*
მოკლედ გეტყვით როგორ შეიძლება გაერთოთ ამ თამაშში და რა შესაძლებლობებია :))


1. ვქმნით სასურველი გარეგნობის, აღნაგობის და ჩაცმულობის პერსონაჟებს.. გოგო, ბიჭი, ქალი, კაცი, პატარა ბავშვი, მოზარდი და მოხუცები.. ასევე შეიძლება ძაღლის და კატის ყოლა. სასურველი ჯიშის და გარეგნობის..






2. თამაშში მოცემულია რამოდენიმე განსხვავებული ქალაქი, მაგ. უდაბნო, ტყე, ქალაქი, ვამპირების ქალაქი.. სადაც შეგვიძლია ვიყიდოთ მიწის ნაკვეთი და ავაშენოთ სახლი, კაფე, მუზეუმი, ბიბლიოთეკა, სპა სალონი, ტრენაჟორების დარბაზი, კარაოკე ბარი, საცურაო აუზიზ კომპლექსი, რესტორანი, მაღაზია, პარკი და სკვერი.. 



3. შეგვიძლია გვქონდეს საკუთარი ბიზნესი, მაღაზია, რესტორანი და ვეტერინარული კლინიკა. საიდანაც შემოგვივა ბიუჯეტში ფული.. 



4. მშენებლობის დროს შეგვიძლია ავაშენოთ რამოდენიმე სართულიანი შენობა და ბოლოს გადავხუროთ.. თამაშში მოცემულია უამრავი ლამაზი დეკორაცია და სამშენებლო ინვენტარი. მაგ. ფანჯრები, ღობეები, კედლების და იატაკის გაფორმება, და ასევე უამრავი ავეჯი, ხეები, მცენარეები, აუზი, შადრევანი და ა.შ.

რაც შეეხება პერსონაჟებს და ქმედებებს:

1. ჩვეულებრივ შეგვიძლია პერსონაჟი დავაძინოთ, გამოვიყენოთ საპირფარეშო, აბანო, სამზარეულოში სადილის მომზადება, ტელევიზორის ყურება და კომპიუტერთან თამაში. მაგ. შევქმნათ დიდი ტანის ადამიანი და თამაშის დროს ტრენაჟორების დარბაზის მეშვეობით ჯერ გავახდუნოთ და შემდეგ კუნთები გავუზარდოთ ვარჯიშის მეშვეობით.



2. ასევე შეგვიძლია პერსონაჟი ვამუშაოთ. არის ორი სახის სამსახური, მაგ. როცა სამსახურში შეგვიძლია წავიდეთ და დავალებები შევასრულოთ, ან პერსონაჟი ცალკე გავუშვათ და მხოლოდ ფული ავიღოთ.



3. შეგვიძლია პაემანზე სიარული, ფლირტი. თევზაობა, შეყვარებულის ყოლა, შემდეგ ხელის თხოვნა და ბოლოს ქორწილი.. და რაც მთავარია ორსულობა და თოთო ბავშვის ყოლა, რომელიც შემდგომ იზრდება.



4. ჩვენს მიერ შექმნილ პერსონაჟებს ემატებათ ასაკი და დროთა განმავლობაში ისინი ბერდებიან და ბოლოს კვდებიან. თუმცა თამაშის პარამეტრებიდან შეიძლება დაყენება რომ არ დაბერდნენ და ასაკი ავტომატურად არ მოემატოთ.



5. შეგვიძლია მოვაწყოთ დღესასწაულები. მაგ. დაბადების დღე ან უბრალოდ იხალისოთ სხვა პერსონაჟებთან ერთად. თუნდაც წახვიდეთ სათევზაოთ ან შვებულებაში გახვიდეთ სასურველი დღის რაოდენობით.

კოდები თამაშისთვის

კოდების გრაფის გახსნა: [Ctrl] + [Shift] + [C ] (სამივეს ერთდროულად დააწკაპეთ)
ფულის მომატება: motherlode
დამატებითი კოდები: (თითო კოდის ჩაწერა ხდება Enterით, რათქმაუნდა სამივე ცალცალკე უნდა ჩაწეროთ, ანუ სათითაოდ)
bb.showhiddenobjects    
bb.MoveObjects ON    
bb.ignoregameplayunlocksentitlement 
ნივთების ზომის გაზრდა: Shift + ] | დაპატარავება: Shift + [ 
ნივთების მარტივად გადაადგილება alt ღილაკით
ნივთების ზემოთ აწევა ღილაკით: | ქვემოთ დაწევა ღილაკით: 0
ნივთების განმეორებით დასადგმელად გეჭიროთ Shift ღილაკზე
➤ სამკუთხედი ფილებით იატაკის დაგება: Ctrl + F
რაც გამახსენდა ყველაფერი დავწერე და თუ დაინტერესდით ქვემოთ მოცემულია თამაშის გადმოსაწერი ბმული და თუ რამეს ვერ გაიგებთ დააკომენტარეთ და დაგეხმარებით ^_^ 

სიახლის ავტორი:
...
სახელი: ...
ჯგუფი: ...
სტატუსი: ...
- თამაშები ♥ 1665 13 დეკ 2017 0
დატოვე კომენტარი პირველმა.. გაუზიარე შენი აზრი სიახლის ავტორს :)
კომენტარის დამატება